2025 წლის 15 ივლისს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ჩატარდა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ,,Public Health'' სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო მოსმენა, სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სტუდენტები, მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
საჯარო მოსმენის დროს წარმოდგენილი იქნა თამარ ბარამაშვილის მოხსენება:Utilization of Child Safety Restraints in Georgia: Assessment of Parental Attitudes and Current Practices.
მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტ თამარ ბარამაშვილის მიერ კვლევითი პროექტი შესრულდა iCREATE პროექტის დაფინანსების ფარგლებში.
კვლევის შედეგები პირველად იქნა საჯაროდ წარდგენილი საქართველოში ფართო აუდიტორიის წინაშე. ჩატარებულმა კვლევითმა პროექტმა დამსწრე აუდიტორიაში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.